ღვინის ვერანდა მტევინოს ერთ-ერთი ყველაზე მშვიდი და საინტერესო სივრცეა. ვერანდის სტუმარს შეუძლია დატკბეს მტევინოს ვენახების უნიკალური ხედებით და ამასთან ერთად დააგემოვნოს ჩვენი საკუთარი მრავალფეროვანი ღვინოები ქართულ და ევროპულ დაფებთან ერთად.
ვერანდის მენიუში გვაქვს რამდენიმე სახის დაფა: ქართულ-ევროპული ყველის დაფა, ძეხვის დაფა, ტკბილეულისა და თხილის დაფა , პურის კალათა.
სადღესასწაულო სივრცე
წლის ნებისმიერ დროს თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ჩვენი სადღესასწაულო სივრცით და გამართოთ მტევინოში სხვადასხვა ღონისძიებები.
ღვინის ვერანდაზე 100- 150 ადამიანის განთავსება არის შესაძლებელი.