მტევინო

,,მტევინო” – ახალი მულტიფუნქციური სივრცე საგარეჯოში

მეღვინეობა ,,მტევინო” ახალი ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც ქართულ სტუმარ-მასპინძლობის ტრადიციებზე დაფუძნებულ თანამედროვე კონცეპტუალურ სივრცეს წარმოადგენს. 2016 წელს კომპანიის დამფუძნებელმა ნიკა ზაუტაშვილმა შეიძინა ვენახები საგარეჯოს რაიონ სოფელ ხაშმში. 2019 წელს  კი, ქარხნის აშენების იდეა გაჩნდა, რასაც მეღვინეობის განვითარების გარდა, ადგილზე  ტურისტების მოზიდვის იდეაც მოჰყვა. ასე შეიქმნა სრულიად ახალი ტურისტული ადგილი საგარეჯოში. ,,მტევინოს” შესახებ მეტ ინფორმაციას, ბიზნესის განვითარების დირექტორისგან ნათია ჯიჯიაშვილისგან შეიტყობთ.

link