მტევინო

მეღვინეობა „მტევინო” - კახეთში ახალი ღვინის მარანი 1 აპრილს იხსნება

მეღვინეობა „მტევინო” – ამ სახელწოდებით 1 აპრილს კახეთში, სოფელ ხაშმში ახალი მარანი იხსნება.  საინტერესო, მრავალფუნქცური სივრცე-  ,,მტევინო, რომლის ინვესტიციაც 5 მლნ. ლარს შეადგენს, თბილისიდან სულ რაღაც 40 კმ-ში მდებარეობს. ამ სივრცეში  სტუმრებს  შეეძლებათ საუკეთესო ღვინის დეგუსტაცია და  კულინარიულ მასტერკლასში მონაწილეობა.

  „მტევინოში“ ღვინის დეგუსტაციისა გარდა, სტუმრებს შეეძლებათ 5 ნომრიან სასტუმროში განთავსება, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ 15 სტუმარზეა გათვლილი, კომფორტული გარემოა შექმნილი.

როგორც „კომერსანტს“ „მტევინოს“  ბიზნესის განვითარების დირექტორმა ნათია ჯიჯიაშვილმა, განუცხადა მათი მარანი დატვირთულია სხვადასხვა სივრცეებით, ერთ-ერთი მათგანი  25 კაციანი  შეხევედრების ოთახია.  სტუმრებს შეეძლებათ ისარგებლონ   ვერანდით, სადაც შესაძლებელია ღვინის დეგუსტაცია. ჯიჯიაშვილის თქმით პროექტი გათვლილია როგორც ადგილობრივებზე ასევე ტურისტებზე. უცხოელი ვიზიტორების მოზიდვას კი „მტევინო“ განსაკუთრებული ღვინითა და გარემოს საშუალებით შეძლებს.

ხაშმის საფერავი, ქინძმარაული, მუკუზანი, მანავის მწვანე, რქაწითელი- ამ  ღვინოებით,  მარანი „მტევინო“ 2020 წელს  ექსპორტზე  85% -ს გაიტანს,  15% კი ადგილობრივ ბაზარზე გაიყიდება. 

 „მტევინოს“ დამფუძლებელი ნიკა ზაუტაშვილი „კომერსანტთან“ ღვინის მარანსა და სასტუმროზე საუბრობს. ზაუტაშვილი აცხადებს, რომ „მტევინოს“ ღვინოს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში გაიტანს.  რაც შეეხება  მარანს აქცენტი როგორც ადგილობრივებზე ასევე ტურისტებზეა გადატანილი.  

 „წელს პირველად შემოვდივარ ბაზარზე, 8 თვეა ვმუშაობ და ახლა დავასრულე ქარხნის მშენებლობა. ერთ კვირაში ჩამოვასხამ  ღვინოს. პირველ ეტაპზე  650 ათას ბოთლს.